რეზონანსი
07.09.2020

„ნაციონალურ მოძრაობის“ დღევანდელი ნაბიჯით დადასტურდა, რომ სურს 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება, ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება ცვლილებები და წინსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენის შესახებ საუბრისას განუცხადა.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ამ „კარტის“ გათამაშებას შეეცდება.

„ეს კარტი არის, რომ თუ ბიძინა არ არის, მიშა უნდა იყოს. ეს ასე არ იქნება, წელს იქნება გარდამტეხი ცვლილებები. იქნება კოალიციური მთავრობა.

ჩვენ რატომ უნდა ვუჭერდეთ მხარს კონკურენტების კანდიდატებს? ჩვენ გვინდა მომავალი“,- განაცხადა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×