რეზონანსი
07.09.2020

30 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა 10 სექ­ტემ­ბრი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, მა­ნამ­დე კი გა­მო­ძი­ე­ბას ვადა მის­ცა იმ პი­რე­ბის და­სად­გე­ნად, ვინც 18 ივ­ლისს გო­გო­ნა სახ­ლი­დან გა­ი­ტყუ­ეს. ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხოვს.

გარ­და ამი­სა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის - თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, თა­მუ­ნამ შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი. ამის შესახებ კვირის პალიტრასთან ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა:

 „ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და ბევრ რა­ღა­ცას თან­და­თან იხ­სე­ნებს. მან მო­სა­მარ­თლეს უამ­ბო, რომ ეპი­დე­მი­ის დროს რა­ღაც გა­და­ცე­მა იყო აზერ­ბა­ი­ჯან­ზე და მდიდ­რულ სახ­ლებს უჩ­ვე­ნებ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი ჰე­რე­თი­დან არი­ან, იქ ბე­ბია ჰყავ­დათ. დე­დას უთ­ქვამს, რა მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ აზე­რე­ბიო და, თა­მუ­ნას უპა­სუ­ხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდე­ბა და რა მოხ­დე­ბაო. უკი­თხავს, შენ რა იციო და, თა­მუ­ნას უთ­ქვამს, ვიცი, ბევ­რი რა­ღაც ვი­ციო. როცა გა­მო­კი­თხვა­ზე ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას კი­თხვე­ბი და­უ­კონ­კრე­ტეს, თქვა, ის ფლეშ­კა რო­გორც მო­ი­პა­რეთ, ისე და­აბ­რუ­ნეთ და კარ­გად გა­შიფ­რეთ, იქაა ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხიო. ისიც გა­იხ­სე­ნეთ, რომ პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა მა­მას, თქვე­ნი შვი­ლი შარ­ში­აო. კომ­პი­უ­ტე­რი ვერ გახ­სნეს, მაგ­რამ ეტყო­ბა, ფლეშ­კა ნა­ხეს და იქი­დან და­ას­კვნეს. ქალ­ბა­ტონ­მა თე­ო­ნამ ისიც თქვა, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი სტა­ტია ვნა­ხე და ამან გა­მახ­სე­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ზე ჩვე­ნი დი­ა­ლო­გიო“- მიხეილ რამიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×