ელზა პაპოშვილი
07.09.2020

შეიარაღებული  ყაჩაღობა ვარკეთილში, როგორც „რეზონანსთან“ ადგილობრივები და ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები უყვებიან, ორი მამაკაცი  ე.წ. "სვანების ბაზრობის" ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მუქარის ძალით 15 ათასამდე ლარი გაიტაცა. მათი თქმით, მამაკაცებს პირბადე ეკეთათ და კეპი ეხურათ, რათა მათი ამოცნობა ვერ მომხდარიყო. მათივე ინფორმაციით, მამაკაცები 30 წლამდე იქნებოდნენ და საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებდნენ. 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღო და მძარცველების დასადგენად მათი იდენტიფიცირება ხდება. რით გადაადგილდებოდნენ თავდამსხმელები და როგორ დატოვეს ტერიტორია, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პოლიცია მიმდინარე ტერიტორიაზე კამერების ჩანწერებს სწავლობს.   

„ფაქტი დილით მოხდა - ორი ახალგაზრდა მამაკაცი, პირბადეებით და კეპით შევიდნენ. როგორც მაღაზიის გამყიდველი  ყვებიან, ისინი შეიარაღებულები იყვნენს. მოსთხოვეს რა თანხაც ჰქონდა, მიეცათ. მან, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გაუწია და რა თანხაც იყო მაღაზიაში, მისცა. სადღაც 15 ათას ლარზეა საუბარი. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მაღაზიაში ფული იყო და ისინი სრულიად გააზრებულად პროფესიონალურად მოქმედებდნენ. 

მაღაზიაც ყველანაირი ხმაურის გარეშე დატოვეს. გასროლა არ ყოფილა, რადგანაც გამყიდველს  შეეშინდა, რადგანაც შეიარაღებულები იყვნენ და არ ჰგავდნენ ადამიანებს, რომლებიც რამეზე უკან დაიხევდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დაშავებული არავინ არ არის. არ იციან ჯერჯერობით ტერიტორია რით დატოვეს. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები და ალბათ ამ ყველაფერს დაადგენენ“, - ამბობს ბაზრობაზე დასაქმებული მამაკაცი „რეზონანსთან“. 

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით პოლიციას დაკავებული არავინ ჰყავს. დაკითხვაზე იმყოფებიან მაღაზიის გამყიდველი და მისი მეპატრონე. მაღაზიიდან ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერები.  

შემთხვევის შედეგად კი  არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×