რეზონანსი
07.09.2020

ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის სტატისტიკა გააცნო.

„ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობას. თუ ივლისის პირველ კვირაში გვქონდა 0, 7 100 ათას მოსახლეზე, აგვისტოში გვაქვს 1,2 და სექტემბრის პირველ კვირაში გვაქვს 5,3, რაც მიანიშნებს იმას, რომ ზრდის ტენდენცია არის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაშია, ზრდის ტენდენცია კი ქვეყანაში შიდა ტურიზმს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×