რეზონანსი
07.09.2020

სენაკში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმი 2 სექტემბერს ფოთში მორიგეობდა.საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მოხდა მოკვლევა მასთან მყოფი ყველა პირის და გაუკეთდა PCR ტესტირება.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 აგვისტოს იყო მორიგე დაუდასტურდა „კოვიდ 19". მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში" და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია",- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×