რეზონანსი
07.09.2020

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბას, ვა­ფა­სებ, რო­გორც სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის უფრო მაღ­ლა და­ყე­ნე­ბას, ვიდ­რე სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას", - ამის შე­სა­ხებ, „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს ეჭვი ეპა­რე­ბა ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დეს და გან­მარ­ტავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლას თით­ქმის გა­მო­რი­ცხავს.

„ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად არ შე­დის ქვეყ­ნის და სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში.

„არ­ცერ­თი ლი­დე­რი არ უნდა მო­ვი­დეს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ვი­თა­რე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია არც სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ის და არც ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის. ეს შე­დის მხო­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რეს­ში.

ვა­დას­ტუ­რებ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უდა­ოდ ჰყავს საკ­მა­ოდ ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მო­მა­ვალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურს.

მას შე­უძ­ლია სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს, ამას ვე­რა­ვინ აუკ­რძა­ლავს, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად უნდა იყოს იმ გა­მოც­დის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­რე­ბი­სას ელო­დე­ბა.

არ გა­ვამ­ხვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე და არც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ ქო­ნა­ზე, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს შე­ვე­ხე­ბი და მკა­ფი­ოდ ვა­ცხა­დებ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბა მხო­ლოდ პო­ლა­რი­ზე­ბას შე­უ­წყობს ხელს. თუმ­ცა, მე თით­ქმის გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დეს და მი­თუ­მე­ტეს, ის დაბ­რუნ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში." - აცხა­დებს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×