რეზონანსი
07.09.2020

სახელმწიფომ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო.

ოჯახების დიდ ნაწილს თანხა უკვე ჩაერიცხა. მათ, ვინც დარეგისტრირებას სხვადასხვა მიზეზით ვერ ჯერაც ახერხებს, ან თანხა არ ჩარიცხვია, დეტალების დასაზუსტებლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05.

თანხმების ჩარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 10 სექტემბრამდე დახმარება ერიცხებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ელექტრონულ ბაზაში 1-ელ სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ.

შეგახსენებთ, რომ 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებზე 200-ლარიანი ფინანსური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყო.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×