რეზონანსი
07.09.2020

ესპანეთში ქართველი ემიგრანტი, მარინა კორტავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა......საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა.....

„შოთო სიხარულიძე ქართველი" ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.

უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს... საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია...

"ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი... ბალახი მაინც რომ გამხდარიყო", - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×