
სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა ჟვანია ახლობლის ახალშობოლის გადასარჩენად მედიკამენტ „ფენობარბიტალს“ ეძებს, რომელიც, როგორც თავად წერს, საქართველოში ძნელად იშოვება. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„რამდენიმე დღის წინ ჩემმა ახლობელმა იმშობიარა, ახალშობილის მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა და ოჯახი ეძებს მედიკამენტს სახელწოდებით „ფენობარბიტალი“, როგორც მითხრეს ლამის მთელ საქართველოში იკითხეს, მაგრამ ვერსად იშოვეს.
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება იშოვონ? ან რამეს ხომ არ გვირჩევდით? პატარას მდგომარეობა ძალიან რთულია და ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს“, – წერს ნატა ჟვანია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე