რეზონანსი
08.09.2020

13 აგ­ვის­ტოს, გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვი­ლი 47 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ექი­მე­ბის მიერ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა პლა­ცენ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აც­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც თა­ვის მხრივ არა­ერ­თი მძი­მე ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. მათ შო­რის ჟანგბა­დის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბი­სა და თა­ვის ტვინ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის.

გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დედა გა­გუ­ას კლი­ნი­კის ექი­მებს გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ანა გე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდ წი­ლად ექი­მე­ბის გულ­გრილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. შვილმკვდარ­მა დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა სა­კუ­თა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ.

"დი­ლით ადრე 28 ივ­ნისს მე გა­მეღ­ვი­ძა მუც­ლის ძლი­ე­რი მჭრე­ლი ტკი­ვი­ლის­გან, მქონ­და გუ­ლის­რე­ვა, ზურ­გზე ცივი ოფლი მას­ხამ­და. გზად სამ­შო­ბი­ა­როს­კენ, ჩემ­მა ქმარ­მა გი­ორ­გიმ და­რე­კა კლი­ნი­კა­ში და გა­აფრ­თხი­ლა, რომ მე ცუ­დად ვი­ყა­ვი და მათ­თან მივ­დი­ო­დით. კლი­ნი­კამ­დე გზას ორი­ო­დე წუთი და­ჭირ­და და ჩვენ დი­ლის 7:35-ზე უკვე კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვით. ექიმ­მა და­მა­დო მუ­ცელ­ზე დოპ­ლე­რი, მაგ­რამ ჩვე­უ­ლი გუ­ლის­ცე­მის ხმა ვერ გა­ი­გო. შემ­დგომ და­ი­წყო უც­ნა­უ­რო­ბა: იმის ნაც­ვლად, რომ ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნათ, დამ­სვეს სი­ცხის გა­სა­ზო­მად, შემ­დგომ გა­მიშ­ვეს ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რომ დავ­ბრუნ­დი მთხო­ვეს ჩან­თი­დან ამო­მე­ღო ყვე­ლა სა­ბუ­თი: პას­პორ­ტი, სკრი­ნინ­გის შე­დე­გე­ბი, სუ­რა­თე­ბი, კვლე­ვე­ბი - და აუჩ­ქა­რებ­ლად და­ი­წყეს ამ სა­ბუ­თე­ბის გრო­ვის ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბა. დრო მი­დი­ო­და, ტკი­ვი­ლი იზ­რდე­ბო­და. ექიმ­მა და­უ­რე­კა ტე­ლე­ფო­ნით ექოს­კო­პისტს, რომ იგი ჩა­მო­სუ­ლი­ყო მიმ­ღებ­ში. ხუთი-ათი წუთი გა­ვი­და, ჩა­მო­ვი­და ექოს­კო­პის­ტი, დიდ­ხანს ატა­რებ­და მუ­ცელ­ზე ექოს­კო­პი­ის ხელ­სა­წყოს და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩემ­თვის გა­უ­გებ­რად ქარ­თულ ენა­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და რა­ღა­ცას ექიმ­თან ერ­თად. მე არ მეს­მო­და რაზე იყო სა­უ­ბა­რი და ამი­ტომ ვკი­თხე ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა თუ არა, მაგ­რამ არა­ფე­რი უპა­სუ­ხი­ათ. წა­მოვ­დე­ქი მა­გი­დი­დან და ჩა­მოვ­ჯე­ქი მიმ­ღებ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში. გა­მო­ვი­და ექი­მი და გა­აგ­ზავ­ნა გი­ორ­გი სა­დღე­ღა­მი­სო აფ­თი­აქ­ში ელას­ტი­ურ ბინ­ტებ­ზე. მის ხმა­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მღელ­ვა­რე­ბა ან სიჩ­ქა­რე, ამი­ტომ მე და ჩემი მე­უღ­ლე მშვი­დად ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც გვე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, უბ­რა­ლოდ, უნდა მო­ვით­მი­ნოთ.

გი­ორ­გი წა­ვი­და აფ­თი­აქ­ში, მე დავ­რჩი და ვე­ლო­დე­ბო­დი. დრო ძა­ლი­ან იწე­ლე­ბო­და, მე­უღ­ლე დაბ­რუნ­და ბინ­ტით, მე გა­მო­ვიც­ვა­ლე ტან­საც­მე­ლი სა­ში­ნა­ო­თი, გა­და­მიხ­ვი­ეს ფე­ხე­ბი და წა­მიყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ: არც მე, არც მე­უღ­ლე არ გაგ­ვაფრ­თხი­ლეს იმის შე­სა­ხებ, რომ სას­წრა­ფოდ სა­კე­ის­როა სა­ჭი­რო! ძა­ლი­ან შემ­ზა­რა­ვია, რო­დე­საც ამას იგებ უკვე სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე. გი­ორ­გიმ გა­ი­გო ამის შე­სა­ხებ უკვე მას შემ­დეგ, რაც ოპე­რა­ცია დას­რულ­და და მე მას მივ­წე­რე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა", - წერს ანა გე­ლაშ­ვი­ლი.მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ექი­მე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

"მი­თხრეს, რომ მქონ­და პლა­ცენ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აცლა - მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა, ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის გამო კვდე­ბა ნა­ყო­ფი და ხან­და­ხან სის­ხლის და­კარ­გვის გამო დე­დაც.

"ას­ფიქ­სი­ის მძი­მე შე­დე­გე­ბი" - ხე­ლებს შლიდ­ნენ ექი­მე­ბი. აი, ამ მო­მენ­ტში გახ­და ნა­თე­ლი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ზუს­ტად ის და­კარ­გუ­ლი 40 წუთი, რო­მე­ლიც უგ­ზო­უკვლოდ გაქ­რა კლი­ნი­კა­ში ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის ის­ტო­რი­ი­დან.

ჩვენ ვართ "არა­სა­სურ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა", ბავ­შვი რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო მკვდა­რი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და თქმა: "ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ რაც შეგ­ვეძ­ლო", ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მგო­ნია, რომ გულ­გრი­ლო­ბია / გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას და გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის კავ­შირს ვერ და­ვამ­ტკი­ცებ­დი. მაგ­რამ ბავ­შვი და­ი­ბა­და ცო­ცხა­ლი, ანუ და­კარ­გუ­ლი დრო იყო ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი! შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო!" - წერს ანა გე­ლაშ­ვი­ლი.

"ჩვენ გა­მო­ვი­თხო­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია, სა­დაც დრო არის შეც­ვლი­ლი. სა­ბუ­თე­ბის თა­ნახ­მად ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნეს 8:18-ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­ნი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ვლის დრო შეც­ვლი­ლია და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია არა 7:35, არა­მედ 8:10. ეს ალ­ბათ იმი­ტომ გა­ა­კე­თეს, რომ სა­კუ­თა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა წარ­მო­ე­ჩი­ნათ....“ - ამბობს გიორგი გელაშვილი.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×