
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია, ტვ პირველის გუნდის წევრია, შესაბამისად, ტელეკომპანიის განცხადება, მის ინფიცირებულ თანამშრომლებზე ვიკა ბუკიას ეხება. როგორც, ინგა გრიგოლია აღნიშნავს, ვიკასთან აქტიურად იყვნენ კონტაქტში:
"მეც ვიყავი შეხებაში და სხვა თანამშრომლებიც, ყველანი მზად ვართ, ჩავიტაროთ ტესტირება ვირუსზე და მივყვეთ რეკომენდაციებს. მალე ადგილზე მოვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები. უკვე ვესაუბრე ამირან გამყრელიძეს", - აღნიშნა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, ლევან გოგიჩაიშვილი ორშაბათს იმყოფებოდა სტუმრად "ტვ პირველში" მაია მამულაშვილთან, იგივე გადაცემაში იყო სტუმრად "ევროპული საქართველოს" წევრი, ოთო კახიძეც.