რეზონანსი
09.09.2020

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სკოლაში აცხადებენ, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ყველა მასწავლებელს ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ, განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1-ელ ოქტომბერს განახლდება.

არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×