
სოციალური ქსელის მომხმარებელმა თამო აკოფაშვილმა, რომელსაც 4 დღეში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, სარიტუალო დღესასწაულების აკრძალვის შესახებ დღეს მოულოდნელად შეიტყო.
აკოფაშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებთ უკმაყოფილოა და აღნიშნავს, რომ ის გაუფრთხილებლობის გამო ფინანსურად და მორალურად დაზარალდა. ამავე პოსტით ცნობილი ხდება, რომ თამო აკოფაშვილი და გიორგი ლომოძე, ამ დღისთვის 6 წლის განმავლობაში ემზადებოდნენ.
„მადლობა გახარიას ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებისთვის. მადლობა იმისთვის რომ 13 ში დასტრესილი შევხვდები. მადლობა საქართველოს მთავრობა. მაინტერესებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ აგვეკრძალა ყველაფერი მორაულ და ფინანსურ ზარალზე ვინ გამცემს პასუხს? 6 წელი ამ დღის მოლოდინში ვიყავით და 3 დღეში ჩაგვეშალა ყოველგვარი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე,“ - წერს თამო აკოფაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე