რეზონანსი
09.09.2020

პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ საარჩევნო კამპანიას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. მიზეზად კი პარტიის პოლიტიკური მდივნის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით დაინფიცირებას ასახელებენ.

„თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში

ასევე, უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.

ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისში, ხოლო 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.“ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×