რეზონანსი
09.09.2020

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლოვ­ნის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ერთ-ერთი მოწ­მე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძე და­ი­კი­თხა.

რო­გორც და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ქა­თა­მა­ძის ად­ვო­კატ­მა ერ­მი­ლე ჭე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ქა­თა­მა­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, თუ ვინ მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იმ მი­ზე­ზის გამო, რომ ხიდ­ზე მომ­ხდა­რი პირ­ვე­ლი ინ­ცინ­დენ­ტის შემ­დეგ გა­ი­თი­შა.

ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ თავ­დამ­სხმელ 6 პირს ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდეს.

„შე­სა­ბა­მი­სად, პი­როვ­ნე­ბე­ბის ამოც­ნო­ბა მას არ შე­უძ­ლია. ინ­ცინ­დენ­ტის მო­მენ­ტში ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ იცნო, მა­ნამ­დეც არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. ქა­თა­მა­ძეს არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი იმ სა­ღა­მოს არ ჰქო­ნია. ჩვე­ნე­ბა­ში რაც უწე­რია, ქა­თა­მა­ძემ დღე­საც იდენ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, თა­ვა­დაც იმა­ლე­ბო­და კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ. ვერ გე­ტყვით, ვის და­უ­რე­კა სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი­დან.

რამ­დე­ნი­მე ზარი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ვის ახ­ლობ­ლებ­თან, რათა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ქა­თა­მა­ძეს არა­ვის­თვის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ გა­მო­ურ­თმე­ვია. ქა­თა­მა­ძემ მი­ა­წო­და თა­ვი­სი ნო­მე­რი. მას მი­ა­კი­თხეს მე­გობ­რებ­მა და და­ტო­ვა მა­გის­ტრა­ლი მათ­თან ერ­თად, გა­და­ვი­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ადა­მი­ანს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ამ სა­კი­თხე­ბის აღ­ქმა და და­მახ­სოვ­რე­ბა მის­თვის რთუ­ლი იყო.

და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე პი­რა­დად მი­ვა­წო­დე და­მა­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც მო­ვი­პო­ვე. სამ­წუ­ხა­როდ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

ვერ გე­ტყვით დამ­ძიმ­დე­ბა თუ არა იმ 6 პი­რის ბრა­ლი. არ გა­მოვ­რი­ცხავ რომ ბრა­ლის და­ზუს­ტე­ბა მოხ­დეს. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი უნდა იყოს მძი­მე, რად­გან ის მას სახ­ზე დღე­საც ეტყო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­იშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×