რეზონანსი
09.09.2020

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში – 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თავის არეში ტრავმა აქვს მიყენებული, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირება და გარჩევა მეთხილეებს შორის მოხდა.

მედიას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, რომ დაშავებულ პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი არის კომატოზურ მდგომარეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორჟონია არ აკონკრეტებს თუ რა საგნით აქვს მას ჭრილობა მიყენებული, მისი თქმით, ეს გამოძიების საქმეა.

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×