რეზონანსი
09.09.2020

ექ­სპრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლემ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და დაწერა, რომ თან­ხა მისი შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს მოხ­მარ­დე­ბა.

"გა­იხ­სნა მიზ­ნობ­რი­ვი ან­გა­რი­ში ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის გა­სა­წე­ვად. მსურ­ვე­ლებს გთხოვთ მი­თი­თე­ბულ ან­გა­რიშ­ზე მო­ახ­დი­ნოთ თან­ხე­ბის ჩა­რი­ცხვა" - წე­რია ტექ­სტში, რო­მე­ლიც მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

 ამ მოწოდებას მისი შვილი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია გამოეხმაურა და დე­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა ამგვარად შეაფასა:

"ჩემი ძმის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს სრუ­ლი­ად ფა­რავს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი “ქარ­თუ”. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სა­ხის თან­ხე­ბის მო­თხოვ­ნა და მოგ­რო­ვე­ბა ცოტ­ნეს­თვის არის პრო­ვო­კა­ცია რო­გორც მი­ნი­მუმ და ამო­რა­ლიზ­მი იმა­თი მხრი­დან, ვინც ამას აკე­თებს. თხოვ­ნაა არ შეხ­ვი­დეთ შეც­დო­მა­ში" - დაწერა გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×