
ვარ თუ არა სიაში, ეს ხვალ გახდება ცნობილი. ხვალ იქნება პრეზენტაცია და იქ მხოლოდ მინისტრის რანგში ვიქნები თუ კანდიდატის რანგშიც, ამას ხვალ ვნახავთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვინ იქნებიან სიის ძველი და ახალი სახეები, ამის შესახებ მისთვის არ არის ცნობილი.
„ვარ თუ არა სიაში, ეს ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან სიის ძველი და ახალი სახეები, ამის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, რადგან პოლიტსაბჭოს ფარგლებში გამართული კონსულტაციები, რომლის წევრიც მე არ გახლავართ, ამ დრომდე მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ხვალ იქნება პრეზენტაცია, იქ მხოლოდ მინისტრის რანგში ვიქნები თუ კანდიდატის რანგშიც, ამას ხვალ ვნახავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.