რეზონანსი
10.09.2020

სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

„რომ დაცულიყო ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, დისტანცია დავიცვათ... ქართველები ვართ, ყველა ვყოფილვართ ქორწილში. კი, დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს 300-კაციანი. შედეგებს ახლა ვიმკით ამისას", - განაცხადა იმნაძემ „ქრონიკასთან".

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ დაიცვა, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×