რეზონანსი
10.09.2020

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა ტესტირება როგორც კარვებში, ასევე პოლიკლინიკებში ჩაიტარეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან შემთხვევათა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს წარმოადგენს და ძირითადად ისინი ოჯახური კონტაქტებია. ეს გახლავთ ხოფას სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული შემთხვევა, საოჯახო კონაქტები მაქვს მხედველობაში და 16 კონტაქტია უცნობი, მათ შორის კარანტინში ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და აგრეთვე წინა დღეს დაანონსებულ უცნობ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტები. პაციენტების რაოდენობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 არის. 18 პაციენტი, რომელსაც კლინიკური გამოვლინება არა აქვს და არის მინიმალური სიმოტომატიკის მქონე, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ისინი 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ესენი არიან პირები, რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში და მერვე დღეს, თუ კი მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, საკარანტინო სივრცეში გადაგვყავს, მე-12 დღეს კი პისიარ ტესტირება ჩაუტარდებათ და 24-საათიანი შუალედით თუ განმეორებითი ტესტირებით ისევე უარყოფითია, ისინი დატოვებენ და გადავლენ თვითიზოლაციაში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც არ სჯერა ადამიანს, მას არ აწუხებს არაფერი და ლაბორატორიული დასკვნა კი ეუბნება, რომ ის არის დადასტურებული.

ამასთან, ერთი იყო დადასტურებული საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელი და იმასთან აფელირებული შემთხვევა, ასევე სამშობიარო სახლის თანამშრომლის ოჯახის წევრები.

ჩვენ გუშინ ლოკალური ტესტირება გავაფართოვეთ. ეს იყო სამშობიარო სახლი, სამშენებლო კომპანია „ნოვა", „ელიტელექტრონიქსი" და სახელოვნებო სკოლა, ამ ეტაპზე თვითონ ამ დაწესებულებათა მენეჯერებმა და ამ ადამიანებმა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, აქტიურად თანამშრომლობენ ეპიდემიოლოგებთან და ორგანიზებაში გვეხმარებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩავატაროთ ტესტირება და გამოკვლევა ყველა კონტაქტირებული პირის",- აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×