რეზონანსი
10.09.2020

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების" მიერ სიების წარდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მმართველი გუნდის გამოსვლებს დღეს ფასი არ აქვს, რადგან 8 წლის მანძილზე მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან და ამიტომ ქართველი ხალხის არჩევანი 31 ოქტომბერს ძალიან მარტივი იქნება - დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა.

„რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება „ქართული ოცნების" სიაში, ნუთუ რამეს ელოდება ხალხი გუნდისგან, რომელმაც 8 წლის მანძილზე არც ერთი დაპირება არ შეასრულა. საერთოდ რა ფასი აქვს მათ გამოსვლებს. ერთადერთი, რასაც აქვს ფასი ეს დღევანდელი პრემიერ-მინისტრის ქვეცნობიერი წამოცდენა: „მორჩა ახლა ფულის კეთება, საქმე დავიწყოთო". „კუზიანს სამარე გაასწორებს" - ეს გამოთქმა ყველასთვის ნათელია. ეს ხალხი ამ ქვეყანაში არაფრის გამკეთებლები არ არიან, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი: დამსხვრეული ოცნებები ან აღმშენებლობა, მორჩა და დამთავრდა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×