რეზონანსი
10.09.2020

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დროებით დაიკეტა. ამის მიზეზი ინფიცირებული თანამშრომელია.

სკოლის დირექტორის განცხადებით, დაავადებულს კორონავირუსი გუშინ გამოუვლინდა, ორი დღით ადრე კი ის სკოლაში თანამშრომლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო, 10 თანამშრომელი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. ისინი ტესტების პასუხებს ელოდებიან.

„ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა გუშინ. რამდენიმე წუთით იყო ჩვენი თანამშრომელი მოსული. ჩვენ ვადგენთ სასწავლო გეგმებს და ჟურნალებს. ყველა იმ თანამშრომელმა, ვინც ვიყავით შემხებლობაში ამ ადამიანთან, გავიკეთეთ ტესტები და ახლა ვიმყოფებით შიდა იზოლაციაში 10 ადამიანი. თანამშრომლები ვართ ეს 10 ადამიანი. სხვას არავის ჰქონდა შემხებლობა ჩვენს სკოლასთან, არც მოზარდებს და არც მშობლებს. ჯერ ამ ტესტის პასუხს ველოდებით და შემდგომ იქნება განმეორებითი ტესტის საჭიროება. შენობის დეზინფექცია და მსგავსი ზომები გუშინვე განვახორციელეთ. მთლიანად სკოლის დეზინფექცია დაიგეგმება ამ დღეებში. ამ ეტაპზე დაკეტილია, არავინ მოძრაობს სკოლაში", - განაცხადა სკოლის დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×