რეზონანსი
10.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა 26 თებერვლის - საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი შემთხვევებიდან 25 პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება ბათუმს, რომელიც ქვეყანაში კვლავ ცხელ წერტილად რჩება.

„დილისთვის გვაქვს 1830 დადასტურებული შემთხვევა. დილის 9:00 საათისთვის 57 ახალი შემთხვევა, რაც 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ყველაზე დიდი რიცხვია. აქედან ხუთი უკავშირდება ბათუმის საკონდიტრო „დონას" კლასტერს, 14 ასევე ბათუმის კლასტერს, 18 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ოთხი შემთხვევა ეპიდაფეთქების კერებში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისაა. რვა შემთხვევაზე ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ხუთი სამედიცინო პერსონალია. ამ 57 შემთხვევიდან 25 პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება ბათუმს, რომელიც ქვეყანაში კვლავ რჩება ცხელ წერტილად.

შესაბამისად, აჭარის რეგიონში და კერძოდ ბათუმში კვლევები და ადამიანების ადრეული იდენტიფიცირების პროცესი გაფართოებულია. მოგეხსენებათ, იქ სამ კარავს კიდევ დაემატა კარვები. ინტენსიურად მიმდინარეობს ადამიანების ტესტირება ასევე ხუთ პოლიკნილიკებში. ბათუმის ლაბორატორიებს თანდათან ვახმართ იმერეთის და თბილისის ლაბორატორიებს, რადგან ძალიან მასშტაბური კვლევებია. დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში „პისიარ" ტესტების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. გუშინდელი 24 საათის კვლევების რაოდენობით, 9 ათასს გადავაჭარბეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×