რეზონანსი
10.09.2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ჩაიკეტა. შესვლა და გამოსვლა PCR ტესტირების პასუხების გარეშე აიკრძალა ორბელის, ლაჯანისა და ლაილაშის თემებში.

გუბერნატორის მოვალეობის შემარულებლის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, ვინაიდან კონტაქტების წრე ფართოა და მათი დადგენის პროცესი მიმდინარეობს, სოფლების ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება დადგა.

ამ დროისთვის 350 მდე ადამიანია გატესტილი და ეპიდემიოლოგები ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. ვიდრე ჩაკეტილი სოფლები არ გაიხსნება, სურსათითა და მედიკამენტებით თემს სადისტრიბუციო კომპანიის მანქანები მოამარაგებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაშია 60 მოქალაქე. კონტაქტების მოძიება და მიზნობრივი ტესტირება გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×