რეზონანსი
10.09.2020

ეს ციფრი არ არის ის, რომელიც საგანგაშო სტატისტიკაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა კორონავირუსის დღევანდელ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე ვხედავთ არაკონტროლირებად გადაცემას, რადგან ყველა ინფიცირებულის არსებულ წყაროსთან მიკუთვნება ვერ ხერხდება, ეს ის სიტუაციაა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლომდე ყველა კლასტერის კონტროლი ვერ ხერხდება და ამიტომ, სავარაუდოა შემთხვევათა აღმავლობა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ამას მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობა ვერ ასცდა.

საქართველო კუნძულია არ არის, ის მსოფლიოს ნაწილია და თუ სხვა ქვეყანაში მიმდინარე პანდემიაა, ჩვენ ვერ დავრჩებოდით მწვანე ზონად", - განაცხადა ინფექციონისტმა „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×