რეზონანსი
10.09.2020

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას მიმართავს და ურჩევს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საზოგადოება წესების დაცვას მიეჩვიოს.

მიქიაშივილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ექსპერტებო, მთავრობავ და ოპოზიციავ! ამ ხალხს პირდაპირ უნდა უთხრათ – თუ პირბადეს არ გაიკეთებთ, დაიხოცებით შიმშილით, თუ ქორწილებში ირბენთ – დაიხოცებით შიმშილით, თუ არ მოიშლით უსარგებლო ადგილებზე 20-კაციანი შემადგენლობით სიარულს -დაიხოცებით შიმშილით, არ მინდა, რომ სკოლა ონლაინზე გადავიდეს! მინდა, რესტორნებმა იმუშაოს, არ მინდა არც ერთი ოფისის და დაწესებულების დაკეტვა. კულტურულად რომ იმუშაოს ყველაფერმა, ხომ შეიძლება დაიცვათ წესებიიიი, თორემ ჩაგკეტავენ და მიყარეთ კაკალი. მე კი წავალ რაჭაში და ვიცხოვრებ იქ! დავიცავ წესებს. მაინც არ ჩავიკეტები, აღარ დავჯდები სახლში, არ დავსვამ ბავშვებს დღეში 5 საათი კომპიუტერთან“, - წერს მიქიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×