რეზონანსი
10.09.2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას აქვეყნებს:

„მე ნულიდან ავაღორძინე ქარხნები, რომლებიც უშვებდა ტექნიკას მთელ მსოფლიოში. ბოლოს ჩვენ ფრთოსანი რაკეტების აწყობაც დავიწყეთ და პრაქტიკულად, სარაკეტო ტექნოლოგია დავნერგეთ საქართველოში. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, გვექნება სრული ტექნოლოგიური ციკლი, ჩვენ გავყიდით მილიარდობით დოლარის პროდუქციას, ათობით ათასი ქართველი დასაქმდება მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ საწარმოში და ეს იქნება საქართველოს დიდება!

მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ გვექნება ძალიან მაგარი ქარხანა „დელტა” და მთელი ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო სისტემაში.

ჩვენ გვექნება კონტრაქტები ამერიკასთან, ავსტრალიასთან, ევროპასთან… ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვიქნებით!

ეს ყველაფერი შესაძლებელია საქართველოში და ეს არ არის რაღაც ფანტაზია. გაკეთებული მაქვს და ვიცი, როგორ კეთდება და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, კიდევ უკეთესად შეგვიძლია გაკეთება“, – წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×