რეზონანსი
10.09.2020

ოზურგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ახალი შემთხვევა სოფელ ბაღდათს უკავშირდება.

„პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა სავარაუდოდ საბაჟოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში გააგრძელებს მკურნალობას. ამ დროისთვის მოძიებულია მისი კონტაქტები. ლანჩხუთში ხუთი, ოზურგეთში კი შვიდი-რვა კონტაქტი. ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ხვალ მოხდება მათი პისიარკვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×