რეზონანსი
10.09.2020

ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან "მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში" გა­მარ­თულ ქორწილში იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმართვას აქ­ვეყ­ნებს. დი­მიტ­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი წერს, რომ ქორ­წილს 42 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

"მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონ­ტაქ­ტი ე.წ. ქორ­წი­ლის კლას­ტე­რი­დან. ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ამ მოვ­ლე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ რად­გა­ნაც დღეს მთლი­ა­ნად ამ ქორ­წილს დაბ­რა­ლდა მე­ო­რე ტალ­ღის და­წყე­ბა, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, გარ­კვე­უ­ლი სი­ცხა­დე შე­მო­ვი­ტა­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

როცა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტურ­და, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ამ ქორ­წი­ლის აღ­წე­რი­სას ასე­თი ფრა­ზა თქვა: “5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუ­ფუ­რი გახ­ლავთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან თბი­ლის­ში”.

არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ეს "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი" რამ­დენ ადა­მი­ანს გუ­ლის­ხმობს? 42-ს!

42 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით ქორ­წილ­ზე და ეს ყო­ფი­ლა თურ­მე “ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი” ღო­ნის­ძი­ე­ბა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ჰკი­თხეთ ერთი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიის წარ­დგე­ნას რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და იყო თუ არა ესეც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ქორ­წილს. ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით იზო­ლი­რე­ბულ კუ­პე­ში, რომ­ლის შე­სას­ვლელ­შიც გა­ვი­ა­რეთ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და გაგ­ვი­ზო­მეს სი­ცხე. მა­გი­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო ერ­თმა­ნე­თის­გან დიდი და­შო­რე­ბით და თი­თო­ე­ულ სუფ­რა­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი ვის­ხე­დით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ღრე­ო­ბის მსგავ­სი სუფ­რი­დან სუფ­რა­ზე სირ­ბი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბით ვახ­ტან­გუ­რე­ბის სმა და უაზ­რო კოც­ნა-ლოშ­ნა არ გვქო­ნია. მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით, ზო­გა­დი ეპიდ.სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

სა­ნამ აქ ვი­ღა­ცე­ე­ბი ბჭო­ბენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მო­გო­ნი­ლი რი­ცხვე­ბია თუ არა, მა­ნამ­დე ჩემი ყო­ვე­ლი დილა სა­ნა­თე­სა­ო­ში რეკ­ვით და იმის გარ­კვე­ვით იწყე­ბა, ვინ­მეს ვირუ­სი ხომ არ და­უ­დას­ტუ­რა ტეს­ტი­რე­ბამ. ამ­ჟა­მად ლე­ჩხუმ­ში მცხოვ­რე­ბი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­ში COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზით წევს.

სა­ნამ ვი­ღა­ცე­ე­ბი ამ ამ­ბავ­ზე ღლი­ცი­ნებთ, მა­ნამ­დე ჩემი დღე რუ­ტი­ნუ­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნილ ნა­თე­სა­ვებ­თან და­რეკ­ვით და მათი ამ­ბე­ბის გა­მო­კი­თხვით გრძელ­დე­ბა. სა­ნამ ვინ­მე გა­მო­ვა და მო­რა­ლის­ტურ პე­დეს­ტალ­ზე დამ­ხო­ბი­ლი და­ი­წყებს ღა­ღადს, იქამ­დე და­ფიქ­რდეს, რამ­დე­ნად სრუ­ლად და ზუს­ტად იცავს თვი­თონ რე­კო­მენ­და­ცი­ებს? რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლია იმის­გან, რომ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ურ­ე­კონ და უთხრან, რომ ეპიდ.კონ­ტაქ­ტია?" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×