
შემოდგომის პირველი თვე საკმაოდ რთულია, 6 სექტემბრიდან მარსი – აქტიურობის პლანეტა – ვერძის ნიშანში ჩერდება და ემზადება, რომ რეტროგრადულ ფაზაში გადავიდეს, რომელიც 2 თვეს გაგრძელდება – 10 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე. გთავაზობთ სექტემბრის ფინანსურ ჰოროსკოპს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი
სექტემბერში ვერძებმა ყურადღება უნდა მიქციონ ფულის დღეებს, როცა ფული თვითონ უცვივდებათ ხელებში. პლანეტების დადებითი ზეგავლენა მხოლოდ აღმაფრენებს გპირდებათ: შეგიძლიათ ხელსაყრელად გადაახურდაოთ ვალუტა, შეიძინოთ საქონელი ან მოელაპარაკოთ კარგ ფასდაკლებაზე. ყველაზე მთავარია – კანონის ფარგლებში იმოქმედოთ, მოქმედების გეგმას მისდიოთ, იოლ ფულს არ გამოეკიდოთ და ნეგატიურ განეწყობას არ დანებდეთ ფორსმაჟორული სიტუაციების წარმოშობისას. სწორედ დროულად ტაქტიკის შეცვლის უნარი გახდება ამ თვეში თქვენი წარმატების საფუძველი.
კურო
კუროებმა კარგად უნდა იშრომონ, რომ სასურველს მიაღწიონ. ამისათვის კონცენტრირება უნდა მოახდინოთ დასახულ მიზნებზე და წვრილმან საქმეებზე არ მოცდეთ. შეძლებთ შეავსოთ თქვენი ფულადი მარაგები და მომავლისთვისაც გადადოთ თანხის ნაწილი. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთი შეიძლება შურით განიმსჭვალოს თქვენი ფინანსური წარმატების გამო, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, არ მოუყვეთ ადამიანებს, განსაკუთრებით – გარეშე პირებს თქვენს წარმატებებსა და შემოსავლებზე.
ტყუპი
სექტემბერი საკმაოდ ერთგვაროვნად ჩაივლის ფინანსურ სფეროში. იქნება დაგეგმილი დანახარჯები და სასურველი შემოსავალიც. ყველა დადებითი მოვლენა, რომელიც სექტემბერში მოხდება, სასიკეთო გავლენას მოახდენს მომავალზე, თუმცა სამსახურში მშვიდმა სიტუაციამ უნდა დაგაფიქროთ – ჩაწყნარება ქარიშხლის წინ ხდება ხოლმე. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც ხრიკებს გიწყობთ და თქვენს ზურგსუკან ინტრიგას ხლართავს. უფრო მეტიც: ნებისმიერი შეცდომის ან შეუსრულებელი საქმის გამო ხელმძღვანელობასთან დაგაბეზღებენ.
კირჩხიბი
სექტემბრის დასაწყისი კირჩხიბებს სიმდიდრისკენ რთულ გზას უჩვენებს, რომელიც ცხოვრებაში საკუთარი მოწოდების პოვნაზე გადის. მათ, ვინც ამ გზას იპოვის, ფინანსური წარმატების შესაძლებლობაც მიეცემა. საჭიროა მხოლოდ ინტუიციის მინიშნებებს მიჰყვეთ და მკაფიოდ მიადევნოთ თვალყური მიმდინარე ცვლილებებს. ასტროლოგები, აგრეთვე, გირჩევენ უპირატესობა რუტინულ საქმეებს მიანიჭოთ. სასურველია, თამამი ინიციატივებისა და ავანტიურებისგან თავი შეიკაოთ, ასეთ შემთხვევაში უკვე სექტემბრის შუა რიცხვებიდან თქვენი შემოსავლები გაიზრდება.
ლომი
ლომებმა სექტემბერში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ სამუშაოს და ფინანსურ საკითხებს. ლომებს ახლა დიდი შანსი აქვთ, რომ სამსახურში საჭირო კარიერული ცვლილებები გაატარონ, რასაც ახალი შემოსავალი მოჰყვება. ასტროლოგები გირჩევენ, ყურდღებით დაუკვირდეთ მიმდინარე მოვლენებს, არ გამოგრჩეთ წვრილმანებიც კი – არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს წვრილმანი გახდეს გადამწყვეტი სამსახურის საქმეში. თვის მეორე ნახევარში ფულად შემოსულობას ელოდეთ. არ მოგერიდოთ და ხელმძღვანელობას ხელფასის გაზრდის თაობაზე მიმართეთ. ამისთვის შესაბამისი არგუმენტები გაქვთ, რასაც ხელმძღვანელობა გვერდს ვერ აუვლის.
ქალწული
მფარველი პლანეტების მძლავრი მხარდაჭერა ქალწულებს ფინანსური პრობლემების ლაბირინთიდან გამოსვლას ჰპირდება. სექტემბერში აქტიური მუშაობა და პირადი ინიციატივები აუცილებლად მოგიტანთ მატერიალურ წარმატებას. წარმატება აშკარაა, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ თავს უფლება მისცეთ, დაგეგმოთ ან შეიძინოთ სოლიდური ნივთები, უძრავი ქონების შეძენის და იპოთეკის გაფორმების ჩათვლით. ერთი რამ გაითვალისწინეთ – იღბალს განსკუთრებით ნუ დაეყრდნობით, შესალოა იმედი გაგიცრუოთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯი იყოს სწორი და წინასწარ რამდენიმე სვლაზე გათვლილი.
სასწორი
სექტემბერი შესაძლოა გარდამტეხი გახდეს სასწორების ცხოვრებაში. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ამ თვეში არანაირი რისკი საჭირო არ არის, მით უმეტეს, დიდი რისკი. მნიშვნელოვანია, რომ თანხა ყოველთვის თან გქონდეთ, შესაძლოა სასწრაფოდ დაგჭირდეთ. სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობას და ჩვეულებრივი საქმეების გასაკეთებლად არასტანდარტულ მიდგომას დააფასებს. ის, ვინც ამის დემონსტრირებას შეძლებს, შეუცვლელი მუშაკის რეპუტაციას მოიპოვებს, აგრეთვე, წარმატებას და ბარაქას მიიზიდავს.
მორიელი
მორიელები სექტემბერში აქტიური ურანის ძლიერ ნეგატიურ ზეგავლენას შეეჯახებიან, რაც უარყოფითად აისახება მათ ენერგეტიკასა და განწყობაზე. ეს თქვენთვის საუკეთესო თვე არ არის ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, ინვესტიციებისთვის, საკუთარი საქმის წამოსაწყებად, ნებისმიერი შენაძენისა და ბირჟაზე თამაშისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ეკონომიის რეჟიმზე გადახვიდეთ და მხოლოდ პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთები შეიძინოთ, არ დაუშვათ რადიკალური და გაუაზრებელი ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფული უსარგებლო და თავსმოხვეული მომსახურებებისთვის დახარჯოთ და თვე სერიოზული ზარალით დაასრულოთ.
მშვილდოსანი
სექტემბერში საქმეებში წარმატების პირობად მშვილდოსნებისთვის ინტუიცია გახდება. ის გიკარნახებთ, რომელ საქმეებს მოახმაროთ ძალისხმევა, რათა თქვენი ფინანსური შემოსავლები გაამრავლოთ. ბედი მშვილდოსნების მიმართ უხვი იქნება და პერსპექტიულ შესაძლებლობებს და საჭირო ადამიანებს „გაუგზავნის“, ამიტომ თამამად დაისახეთ ყველაზე დიდი მიზნები და მათ შესასრულებლად იმოქმედეთ. იმისთვის, რომ ამოცანა გაიმარტივოთ და გაცილებით სწრაფად მიიღოთ სასურველი შედეგი, სახსრებს ნუ დააბანდებთ საეჭვო პროექტებში.
თხის რქა
სექტემბერი მოვლენებით აღსავსე და განსაკუთრებით დატვირთული იქნება საქმიან სფეროში. იმისათვის, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვათ, ასტროლოგები გირჩევენ, გაიღრმაოთ და გაიფართოოთ ცოდნა შემოსავლების მიღების მეთოდებთან დაკავშირებით: დაიწყოთ სპეციალიზებული სწავლა, იმსჯელოთ საჭირბოროტო საკითხებზე კოლეგებთან, რჩევა სთხოვოთ გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებს. სექტემბერში ბევრ ასპექტში შეგიძლით გარშემომყოფებს დაეყრდნოთ. ახლობელი ადამიანები უარს არ გეტყვიან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართვაზე, განსაკუთრებით – თუ საწრაფოდ დაგჭირდებათ მატერიალური დახმარება.
მერწყული
მერწყულებთან მიმრთებაში პლანეტები მტკიცედ და კატეგორიულად არიან განწყობილნი. მომავალი კვირები თქვენი შესაძლებლობების ნამდვილ გამოცდად შეიძლება იქცეს. პრიორიტეტია – თვითკმარობა, ფინანსური დამოუკიდებლობა და სიმტკიცე საქმეების მოგვარებისას. კარიერული წარმატება დაფუძნებული იქნება სულის სიმტკიცესა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების მზაობაზე. ასტროლოგების თქმით, მერწყულებს შესანიშნავი თვე ელოდებათ, როდესაც შესაძლებელი იქნება დაგეგმოთ საკადრო ცვლილებები, დააზუსტოთ სამუშაო გრაფიკი, შეამციროთ გასავლები და გაზარდოთ ფინანსური შემოსულობები.
თევზები
ფინანსურ სფეროში სიტუაცია თევზებისთვის არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ჩანს კარგი შანსები კარიერული წინსვლისთვის თქვენი უნიკალური უნარების წყალობით, მეორე მხრივ, არ არის სასურველი რაიმე ახლის დაწყება, თუ საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ. გამოცდილების ნაკლებობამ შესაძლებელია წარუმატებლობის სერია გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, დადგენილ გეგმას მიჰყვეთ და ცვლილებები ეტაპობრივად განახორციელოთ. თუ მოახერხებთ თქვენი ძალების დასახულ მიზნებზე კონცენტრირებას, წარმატება გარანტირებული გექნებათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე