
შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობი, სუპერმარკეტების ობიექტები და სასტუმროები შეამოწმეს.
სააგენტოს ცნობით, შემოწმდა 8 სასტუმრო, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა: აისი, ბესტ ვესტერნი, მერკური, აქვა ჰოტელი, შერატონი, რედისონი
მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა: სტამბული და გალოგრე.
შემოწმება ასევე, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა, გუდვილმა დააკმაყოფილა.
მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით: ვილმარტი, სპარი, ნიკორა, ორი ნაბიჯი, იალჩინ მარკეტი, მაგნიტი, კარფური.
არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდება. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება.
ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.
გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.
მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტმა (რესტორანი):
შავი ზღა, ბალაგანი, ფიშლანდია, ფიშპოინტი, პორტა ბათუმი, ოქროს თევზი, მარსელი, მაჭახელა, სანაპირო, ადმირალ ტერასა, ლე პორტე, ლაით ჰაუსი, პონტოსი, აჭარა პალასი, ბახტრიონი, ზაქარა, თეთრი ბათუმი, მეფაიტონე, შერეკილები, შუმერული, ძველი გემო, ხინკლის გემო+, ფიროსამანი, თავადური, საზანდარი, ახალი გემი, ვივა ლათინო, ნეო კ.