რეზონანსი
11.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში.

„სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწოყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ სეფერხდეს სწავლის პროცესი" - განაცხადა მინისტრმა.

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×