რეზონანსი
11.09.2020

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხზე ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ასეთი არასასურველი ვითარებისთვის „რუსთავის 2" მზად იყო, შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, როგორც სწრაფი ტესტები, ასევე ყველა საჭირო ეკიპირება.

"ჩვენ, ასევე ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა სურათს მივიღებთ უახლოეს რამდენიმე წუთში გადავწყვეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ოფისში, „ნიუსრუმში", რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტირების გაკეთება. დღეს, 22:00 საათზე დაგეგმილი გვქონდა „ღამის კურიერი" , ჩვენი სტუმარი არჩილ თალაკვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ამ გადაცემას დღეს ეთერიდან ვხსნით. თუმცა, როგორც კი გადავალთ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური სეგმენტი კვლავ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს ჩვენს ბადეში.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არასარსურველი ვითარება ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. ვხედავდით იმ რისკს, რადგან მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რისკის ერთ-ერთი ჯგუფი სწორედ ჟურნალისტები არიან, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას აშუქებენ. შესაბამისად, რისკებს ვაფასებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×