რეზონანსი
11.09.2020

ონლაინ კომპანიის Zoom Earth-ის ოფიციალური არხი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტური ფოტოები გაყალბებულია. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში twitter–ზე წერს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არსებული სატელიტური ფოტოები  რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ არის გადაღებული.

Zoom Earth-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომელიც ამინდის სატელიტურ ფოტოებს პირდაპირ რეჟიმში აჩვენებს და მას რეალურ დროში განახლების ფუნქცია აქვს. კომპანიის განცხადებით, დედამიწის საუკეთესო მაღალი რეზოლუციის საჰაერო ხედები უსწრაფესად მასშტაბირების რუქაზე დაიტანება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამით სწავლობენ შტორმის, ფართომასშტაბიანი ხანძრების, საკუთრების და ა.შ. მიმდინარე ამსახველ სურათებს .

Zoom Earth-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც Flash Earth-ი.

„სქ­რინ­შო­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია ტო­ტა­ლუ­რად. რე­ა­ლურ დრო­ში მყო­ფი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ მას­შტა­ბის და­ბალ დო­ნე­ზე, სა­დაც ჩანს ქა­ლა­ქე­ბი, ღრუბ­ლე­ბი. შე­ნო­ბე­ბის და მან­ქა­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა თვე­ე­ბის ან წლე­ბის წი­ნ არის გადაღებული” – წერს Zoom Earth-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი არხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×