რეზონანსი
12.09.2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. დაცვის მხარემ მოსამართლეს 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. საქმეზე წინასასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს, 15: 00 საათზე ჩაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×