რეზონანსი
13.09.2020

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-“ის თანამშრომელი თეონა ცხომელიძე კორონავირუსით ინფიცირებიდან მესამე დღეს მის მდგომარეობას აღწერს. ამბობს, რომ თავს არც ისე ცუდად გრძნობს და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას აღწერს.

„#კოვიდდადებითი დღე 3

დღეს ახალი ისაა, რომ მახველებს. უფრო მეტად ვიდრე გუშინ, მაგრამ არა ძალიან. გემო დავკარგე. ნანამ კიევური გამომიგზავნა და მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო და ლამაზიც.

ჩვენს სართულზე სიმშვიდეა, მე-6-ზე მძიმე პაციენტები არ ყავთ, ექიმები სადღაც სხვაგან არიან. მედდა ლალი დაქრის ზემოთ-ქვემოთ პერიოდულად შემოაკაკუნებს ხოლმე, ხან წამალს ტოვებს კართან გარეთ, ხან საკვებს.

დღეში რამდენჯერმე დეზინფექციაა დერეფანში. „მიდი მალე მოწამლე და ჩაი დავლიოთ“ გუშინ მომესმა.

კახელებს ქონიათ იუმორი  კოვიდ-მეზობელი მყავს ველისციხიდან“, - წერს თეონა ცხომელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×