რეზონანსი
14.09.2020

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ორი თვეა, რაც პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გუკა 12 მარტს ცო­ლის, ლელა კი­ლა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­ცე­მუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სა­კუ­თარ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს. რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ციხიდან გამოსვლის შემ­დე­გ, მიმართვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ერთი-ორი სი­ტყვა ჩემს და­ჭე­რა­ზე ხომ უნდა ვთქვა?! "იტოგ­ში“ მე მარ­თლა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დავფრი­ნავ­დი, რომ პა­ტა­რა შეც­დო­მა სიკ­ვდი­ლი იყო! ამი­ტომ მა­ი­ამ და ლე­ლამ რომ ნა­ხეს ფსი­ქი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, რაც კვლე­ვით დამ­ტკიც­და და სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი. ხომ კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მანდ არ მთავ­რდე­ბა.

4 თვე­ში რომ გა­მო­ვე­დი, იმ ქალ­ბა­ტო­ნი ად­ვო­კა­ტის, რო­მე­ლიც ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მისი გა­სამ­რჯე­ლოს ნა­ხე­ვა­რი, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მე გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. დე­დას ვფი­ცა­ვარ რა კლა­სია. რე­ა­ლუ­რად თუ მაგ­რად არ ვუ­ფა­სებ­დე ორი­ვეს. რა ძნე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ლას მხრი­დან, იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მას მო­უ­წია!

ასე მოხ­და ეს ის­ტო­რია“ - წერს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×