რეზონანსი
14.09.2020

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი მია-მა­რი­ა­მი წელს სტუ­დენ­ტი გახ­და და სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. პო­ლი­ტი­კოს­მა შვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­უ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა:

"აე­რო­პორ­ტამ­დე მი­ვა­ცი­ლე მხო­ლოდ, თან ვერ გავ­ყე­ვი. ხვალ პა­რიზ­ში სწავ­ლა ეწყე­ბა და მარ­ტოს მო­უ­წევს გზის გაკ­ვა­ლა სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში.წა­ვი­და, გა­მიფ­რინ­და. არა­და სულ მინ­დო­და პა­ტა­რა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან და პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ დავ­ტკბი მისი პა­ტა­რა­ო­ბით, ისე გა­ი­ზარ­და თვალ­სა და ხელს შუა. ხან სამ­სა­ხურ­ში მა­კი­თხავ­და, ხან პა­რი­ზის ცი­ხე­ში სულ პა­ტა­რა, ხან თბი­ლი­სის. ეგეც გა­მოწ­ვე­ვაა მისი გო­ნე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს.

ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ალ­ბათ არ ეყო­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა გა­ვა­ტა­ნე:

- იმე­გობ­რე მხო­ლოდ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბის­გა­ნაც რა­ღა­ცას ის­წავ­ლი და რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მის შექ­მნის მი­ზა­ნი გა­აჩ­ნი­ათ;

- არ იმე­გობ­რო მათ­თან, ვინც წარ­სუ­ლით ცხოვ­რობს და აწ­მყო­ზე მოს­თქვამს;

- არ დატ­კბე შექ­მნი­ლით, მხო­ლოდ ისი­ა­მოვ­ნე, რად­გან ახ­ლის შექ­მნა­ში ხელი შე­გეშ­ლე­ბა;

- გა­ე­ცი მი­ნი­მუმ იმ­დე­ნი, რის ფა­სა­დაც მად­ლი­ე­რე­ბას მი­ი­ღებ;

- ცხოვ­რე­ბამ არას­დროს გა­გა­ბო­რო­ტოს;

- ოჯახ­ზე ძვირ­ფასს ვე­რა­ფერს შექ­მნი;

- პრობ­ლე­მას რო­მელ­საც ვერ გა­დაჭ­რი, მისი მოგ­ვა­რე­ბა დროს მი­ან­დე;

- პი­რად მტერს მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბით აჯო­ბებ, ქვეყ­ნის მტერს კი ბრძო­ლით და მო­კავ­ში­რე­ე­ბით;

- შიში და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ცოდ­ვაა და ამ მხრივ არას­დროს შეს­ცო­დო;

- იაზ­როვ­ნე ან­გლო-საქ­სი­ვით, იშ­რო­მე გერ­მა­ნე­ლი­ვით, ქვე­ყა­ნა გიყ­ვარ­დეს ფრან­გი­ვით და და­ი­ცა­ვი ებ­რა­ე­ლი­ვით" - წერს პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×