
ბოლო დღეებია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იმატებს. ბოლო სამი დღეა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვეები ყოველდღიურად 160 ერთეულს აღწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ ტაძარს ვირუსის არც ერთი კლასტერი არ უკავშირდება.
"ისე, ის ხალხი სად არის ეკლესიაზე და ზიარებაზე რომ ღლიცინებდა? ახლა მაინც დარწმუნდნენ, რომ ღვთის სახლს ვერაფერი მოერევა?! ხან დენდროლოგიურიო, ხან "დონაო", ხანაც ქორწილიო - მოედო!
გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ ნეტა?! თუმცა არც მაინტერესებს მათი აზრი! დიდება უფალს!" - წერს ნატო დუმბაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე