
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამბობს, რომ განსაკუთრებული გართულებები არ აღენიშნება და მისი რეაბილიტაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც ის იხსენებს, ვირუსი თავისი კოლეგისგან, ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.
„როდესაც ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა ვირუსი სამშაბათს და დადებითი იყო, ამ დღესვე გადავედი თვითიზოლაციაზე. ხუთშაბათს მქონდა უკვე მაღალი სიცხე, მივმართე 112-ს და გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ ჩამიტარეს ტესტირება და შაბათს დილას იყო უკვე პასუხი დადებითი", - აცხადებს ფოფხაძე.
მისივე თქმით, მთავარი საფრთხე ვირუსის სწრაფ გავრცელებაში გამოიხატება. ამიტომ აუცილებელია დიაგნოზი მალევე დაისვას და დაინფიცირებული ადამიანის სწრაფი იზოლრება მოხდეს.
„ამჟამად მაქვს სიცხეები, ცოტა სისუსტე ყველანაირი გართულების გარეშე და მემგონი საგანგაშო არაფერია", - განაცხადა ფოფხაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.