რეზონანსი
16.09.2020

ცოტა ხნის წინ კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, ესპანეთის “ბას­კო­ნი­ა­დან” მოსკოვის ცესკაში გადავიდა. ამას საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. news.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში შენგელია ამბობს, რომ გაეცნო უარყოფით კომენტარებს, თუმცა მათთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია:

„უკვე მშვი­დად ვარ და ქარ­თველ ფა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხნის წინ ავუხ­სე­ნი და მე­ო­რეც, მე­დი­ა­ში გა­კე­თე­ბულ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. რაც ჩემ­თვის მთა­ვა­რია, ოჯახ­მა და ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ვუყ­ვარ­ვარ და რომ­ლე­ბიც მიც­ნო­ბენ, დიდი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­დეს. ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა. 

რუ­სეთ­შიც ისე­თი­ვე კე­თი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც უფრო მე­ტად ვეც­ნო­ბი რუ­სებს, უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სად იქ­ნე­ბა. რუ­სე­ბი მა­გა­რი ხალ­ხია“, - განუცხადა სააგენტოს შენგელიამ.

 თორ­ნი­კე შენ­გე­ლია მოს­კო­ვის ცსკ-ში გა­დას­ვლამ­დე ეს­პა­ნურ “ბას­კო­ნი­ა­ში ” თა­მა­შობ­და და წელს ის ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, რის შემ­დე­გაც მოს­კო­ვურ კლუბს შე­უ­ერ­თდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×