რეზონანსი
16.09.2020

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისში კლინიკა "ელჯიში" დღეს დილით გულის შეტევით გადაიყვანეს.

ექიმი ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ გოგი წულაიასთვის ეს მესამე გულის შეტევაა. მისივე თქმით, მას უახლოეს პერიდში გულის შუნტირება ჩაუტარდება.

გოგი წულაია 11 წელია ჩვენი პაციენტია, ეს მისთვის რიგით მესამე გულის შეტევაა. დღეს დილით ის სასწრაფომ შემოიყვანა. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. დადგინდა, რომ მას სჭირდება შუნტრების ოპერაცია, - თქვა ზაზა ლომინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×