რეზონანსი
16.09.2020

გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად, - ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

,,შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით", - განაცხადა გეჯაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×