რეზონანსი
16.09.2020

მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა განაცხადა, გიორგი გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან ერთად, მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა", - განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×