რეზონანსი
16.09.2020

თაკო ჩარკვიანი, რომლის დედასაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს,

როგორც იგი ამბობს, დედამისი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც პერსონალი ცუდად ექცევა. მისივე თქმით, მას აქვს ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ეძახიან დედამისს „გიჟს" მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უსინათლოა და კლინიკაში მარტო ყოფნის დროს ბევრ კითხვას სვამდა.

„მე და ჩემი მეუღლე ვწევართ ინფექციურში. ნუ, იცით, რომ აქ რემონტი და რაღაც არ არის, მაგრამ უმაგრესი ექიმები, სისუფთავე, გაკრიალებული ყველაფერი (ყველა კორპუსში გარემონტებულში და ურემონტოშიც) ექთნები, პროფესიონალები პასუხისმგებლობით სავსენი არიან (მარინა ეზუგბაია - აი თქვენ ( შენ) გენიოსო მადლობა, ბატონი თენგიზ ცერცვაძე - საოცარი პიროვნება უმაგრესი პროფესიონალი, ბატონი ამირან გამყრელიძე, რომლმაც დიდი ყურადღება გამოიჩინა პირველივე დღეს, კახა ჩომახიძე - უმაგრესი მარიკა - ექიმი, თამრიკო, საოცარი მზიკო აფხაზავა, ციცო ბოცვაძე, ნინო ახვლედიანი, ნატო ქართველიშვილი, ყველა- ყველა, ვისი გვარიც გავიგე, ყველა ყველა, სასწაული ხალხია) ჩვენ უფრო ადრე წამოგვიყვანა სასწრაფომ, ხოლო დედა და თაია ცეკვავა და რიტა რევაზიშვილი სასწრაფომ გადაიყვანა რესპუბლიკურში!

აი, ახლა კარგად მომისმინეთ! რესპუბლიკურის მესვეურნო! გადმომიგზანეს გოგოებმა ფოტოები, ჩემი მოვლილი მოხუცის, რომელიც მანამდე პინეოში იწვა და ასევე მოვლილი და გაკრიალებული ჰყავდათ, რისთვისაც მადლობა სანდრო ცისკარიძეს და მის უმაღლეს პროფესიონალიზმს. ახლა რა ხდება სამ დღეში რესპუბლუკურში!

კვება (დილის შედის 13 საათზე) ფოტოებს არ ვდებ დედას გამო, მომვლელი-შვილივით მშვიდი რიტა, რომელსაც კოვიდი დაუდასტურდა და მხოლოდ ახლა შევაყვანინე დედა მასთან და უფრო მშვიდად ვარ, გაგიჟებულია 3 დღეში დედა შეიყვანეს ნაწოლებით, ვიდეოზე ჩამიწერეს როგორ უყვირიან ექთნები დედას (რომელიც უსინათლოა სრულიად და ბუნებრივია ფსიქოლოგიურად ითხოვდა ახსნას, სად იმყოფებოდა, რატომ არ ვიყავი მე მასთან ან რატომ არ იყო იქ მომვლელი)".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×