რეზონანსი
17.09.2020

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას", 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება" დაასახელა, 15 %-მა - „ნაციონალურ მოძრაობა".

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები" - 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი" - 4%, „პატრიოტთა ალიანსი"- 4%, „ლეიბორისტული პარტია"- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას" აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის"- 2%, „გირჩი" - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×