
ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიმართვას აქვეყნებს და ისტორიული მატჩს - მოსკოვის დინამოს თამაშს ეხმაურება. როგორც პატარია წერს, მისმა სტატუსმა შესაძლოა, ბევრი ადამიანი გაამწაროს:
„რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.დროა, გაიზარდოთ!
სხვათა შორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).
დროა, გაიზარდოთ!
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!
ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას! საქმე აკეთეთ!“, - წერს ბაია პატარაია.
გუშინ 17 სექტემბერს, ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე