
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობასა და ფულის გამოძალვის საქმეზე 4 პირია დაკავებული.
ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი თბილისში აიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. დანარჩენი სამი დაკავებულიც ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან.
საქმეზე ოფიციალური განცხადება შსს-ს ჯერ არ გაუკეთებია. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს, თბილისის პროკურატურაში წაუყენებენ.
რაც შეეხება, ვახტანგ ფარეულიძეს, ის, მისი ძმისა და დაცვის სამი წევრის დაკავებას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებას.