რეზონანსი
21.09.2020

ქრისტინე იმედაძე ნინი ბადურაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა:

"ეს პოსტი არ ეხება იმ კონკრეტულ გოგოს! (რომელსაც უკვე ბოდიში მოუხადა ნინიმ)

ზოგადია!

მე უბრალოდ კითხვა მაქვს: კლიპი ან გადაცემა არ მაქვს დადებული, რომ წამებში ან ვირი ვარ, ან ცხენი, ჩოჩორი, ძროხა და რა შეფასება აღარ წამიკითხავს ჩემ თავზე... იმ დანარჩენ მთავარ სიტყვებს არ დავწერ (მაინც ბავშვებიც არიან სოც ქსელში).

მაგ დროს სად ხართ ხოლმე ეგ დამცველები?

ეს "ბულლინგი"-ს კანონები "ცნობადებზე" არ ვრცელდება?

თუ გგონიათ, რომ ვიღაცამ სიმღერა, მოდელობა, წამყვანობა ან მსახიობობა გადაწყვიტა ცხოვრებაში, აუცილებლად სპეციალური ნერვები მოჰყვება?

გულწრფელად მაინტერესებს, ჩვეულებრივი მოქალაქის "ბულინგი" - ბულინგია და თუ ეკრანზე ჩანხარ, ვალდებული ხარ გაუძლო ყველაფერს?

უბრალოდ მინდა ვიცოდე, რატომ არ ტყდება პანიკა, როცა ჩვენს გარეგნობას, ჩვენს შვილებს, ოჯახებს ან ოჯახის გარდაცვლილ წევრებს ეხებიან...

აბა, გუშინ რამდენი დაფიქრდით იმაზე, რომ იქნებ მერამდენე დაუმსახურებელი შეფასება წაიკითხა, რომ გულმა არ გაუძლო ერთი შეხედვით თითქოს არ გასაბრაზებელ კომენტარზე...

ადამიანები ვართ ჩვენც... და ყოველთვის არ ვართ მზად მივიღოთ "რაღაცები" ...

კარგია ეს გვერდში დგომა რომ ვიცით, მაგრამ ცუდია, თუ ყველაზე არ ვრცელდება..."

ქრისტინეს პოსტს თავად ნინიმაც უპასუხა:

"ცნობადობის გამო თურმე გარდაცვლილ ოჯახის წევრზე, დედაზე, შვილზე - ყველაზე თავდასხმა და ქილიკი უნდა აიტანო და თუ იშვითად წყობიდან გამოხვედი და უხეშად უპასუხე, ამის გამო საჯაროდ დაისჯები! ასეა როგორც მივხვდი" - წერს ბადურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×