რეზონანსი
21.09.2020

მომღერალი და რადიოს წამყვანი თაკო მელიქიშვილის 4 წლის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამ საკითხზე მან  ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას აღნიშნა. შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხას თაკო ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

„რაც შეეხება პრობლემას, ეს ჩემი 4 წლის შვილის ჯანმრთელობას ეხება და ძალიან პრობლემურია ჩემთვის. არ მინდოდა ამაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით. გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვცდილობ მოგვარებას. თურქეთშიც მყავდა, მაგრამ ახლა, უსახსრობის გამო შევწყვიტეთ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას ველოდები, ჩემი ხარჯებით ვცადე ბავშვის მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. არადა, უწყვეტი თერაპია სჭირდება. ვცდილობ, არ შევიმჩნიო ნერვიულობა, სტრესი, შიში, განცდა, არ მინდა, ჩემი პრობლემა სხვებს მოვახვიო თავს და ამიტომაც არ ვსაუბრობ ამაზე", - ამბობს თაკო მელიქიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×